www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. N39/41,
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრში შემომავალი ზარების ოპერირება
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც სატელეფონო ასევე სოციალურ ქსელში
** მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
** ზარების სპეციალურ პროგრამაში მონაცემების ასახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებული
** ენერგიული
** პუნქტუალური

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR1@orinabiji.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2019 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |