www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** ორგანიზაციის უმაღლეს მენეჯმენტთან ერთად, ორგანიზაციის განვითარებისთვის ეფექტური საოპერაციო და ფინანსური სტრატეგიის შემუშავება.
** საოპერაციო ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი და ოპტიმიზაცია.
** კომპანიის ყოველდღიური საქმეების მართვა და მუდმივი მონიტორინგი, მაქსიმალური ხარისხობრივი და ფინანსური ეფექტის მისაღწევად.
** ფინანსური და საოპერაციო შედეგების ყოველდღიური / ყოველთვიური / ყოველკვარტალური ანალიზი; საოპერაციო მაჩვენებლების (KPI) სისტემის ჩამოყალიბება.
** თანამშრომლების მოტივაციის სისტემების ანალიზი და სიახლეების დანერგვა.
** ბაზარზე არსებული სიტუაციის მუდმივი ანალიზი და საპასუხო სტრატეგიების დასახვა.
** საოპერაციო და რეპუტაციური რისკების ანალიზი და მართვა.
** მიმდინარე პროექტების ხარისხიანად და დროულად დასრულების უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთან ურთიერთობის ინოვაციური მეთოდების ანალიზი, ტესტირება და დანერგვა.
** მომსახურეობის ხარისხის ახალი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი.
** კომპანიის ადამიანური რესურსების ანალიზი და ადექვატური ნაბიჯების გადადგმა.
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობის ახალი სისტემის დანერგვა (SRM/CRM), საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება და უკეთესი საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მიღწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით.
** გამოცდილება პროექტების მართვაში და PMP სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი მენეჯმენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ERP, SRM, CRM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.

** ფოტოსურათი 3X4 1ც.
** დიპლომის ასლი
** პირადობის მოწმობის ასლი
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:

ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11 ნოემბერი, 2019 წ.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |