www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს პერსონალის შერჩევის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა და ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა;
** ვაკანსიების მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის წარმოება და შერჩევის პროცესზე უკუკავშირის მიღებაზე ზრუნვა;
** ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
** მიღებული უკუკავშირის ანალიზი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სარეზიდენტო პროგრამებსა და სხვა გადამზადების პროგრამებზე მონაწილეების მისაღები კონკურსის მართვა;
** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების წარმოება;
** დადგენილი შესრულების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება HR-ის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის ან სამედიცინო სფეროში
** სავალდებულოა პერსონალის შერჩევის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო სფეროში რეკრუტერად მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის, პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება;
** პრიორიტეტულია დინამიური ტემპის მქონე ბიზნესთან ეფექტურად პარტნიორობის გამოცდილება და უნარი;
** პრიორიტეტულია დამკვეთ მენეჯერებთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების გამოცდილება და უნარი;
** პრიორიტეტულია შრომის კოდექსის ცოდნა (განსაკუთრებით წინა-სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი);
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრიორიტეტულია ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/personalis-sherchevis-specialisti/351

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |