www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პირდაპირი გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს პირდაპირი გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** პირდაპირი გაყიდვების ჯგუფის მართვა
** კლიენტების მოზიდვა
** ბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
** კლიენტების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციებისა და სხვადასხვა აქციების ჩატარება
** ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
** კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
** განყოფილების მიერ დასახული გეგმების შესრულება
** კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებული, ენერგიული
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |