www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ. 25

ძირითადი მოვალეობები:

** ავტო სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს ადგილზე გასვლა და კლიენტებთან შეხვედრა;
** კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
** საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და სადაზღვევო შემთხვევების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
** დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, სადაზღვევო შემთხვევის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** აქტიური მოსმენის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** აზროვნების სისხარტე
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** კეთილგანწყობილი და თავაზიანი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |