www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - IT
მომწოდებელი: POS.GE
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

შპს "POS.GE" დაარსდა 2011 წელს. შპს "POS.GE" მუშაობს შემდეგი მიმართულებით: 1. POS სისტემები (სავაჭრო ტექნიკა და ინვენტარი); 2.სათვალთვალო და დაცვის სისტემები; 3. სამარკეტო და სასაწყობო თაროები.

შპს "POS.GE"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც, გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

შპს "POS.GE" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით).

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა, შეთავაზება, განფასება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადების გამოცდილება.
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა, კერძოდ: კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება.
** პოტენციურ და უკვე არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია.
** არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება.
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა.
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** გაყიდვების გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტები, სხვადასხვა ტიპის მომსახურებები;
** უმაღლესი განათლება
** პრიორიტეტულია: ცნობად ქსელურ მარკეტებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის უნარი
** შეფასების და ანალიზის უნარი.

კომპეტენცია:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** სასურველია მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: info@pos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

კანდიდატის ანაზღაურება იქნება მისი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |