www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ჩანთების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
თანდართული ფაილი: 40326_lomisi_2081646.zip
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

** ნომრით #-EF-GE/430
** დანიშნულება: ჩანთების შესყიდვა - 400 ცალი

სპეციფიკაცია:

** ლურჯი ფერის ჩანთა, ფერი მიახლოებით იგივე, რაც ლოგოზე
** მიახლოებითი ზომები - სიმაღლე 40ს, სიგანე 30სმ (ზომები არის მიახლოებითი)
** წარმოადგინეთ ფასები როგორც 1 განყოფილებიანი ასევე, 2 განყოფილებიანი ჩანთისთვის
** ჩანთას სასურველია ჰქონდეს ბადის ტიპის ჩასადები გვერდიდან (ბოთლის ჩასადები)
** ლოგოს ზომა - 10სმ-15სმ (არაუმეტეს 15სმ) - (ლოგოს ფაილიდან დაიბეჭდება მხოლოდ ინგლისური ან ქართული ვერსია, ორივე - არა)

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ლოგო, რომელიც უნდა დაიბეჭდოს ჩანთაზე

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
** ნიმუში (ნიმუშის გარეშე ტენდერის დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჩაითვლება, ნიმუშს საწყისს ეტაპზე არაა საჭირო ჰქონდეს ლოგო, საჭიროა მხოლოდ ჩანთის ნიმუში)

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** ფასების მოწოდების შემდეგ, გამოგეგზავნებათ დიზაინი და ამის შემდეგ, აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ "ნატახტარში", მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი (ნიმუში უნდა მოგვაწოდოთ მანამდეც, დიზაინის გარეშე)
** გადახდის პირობები: საქონლის მოწოდებიდან 60 დღე (შეთანხმებადია)

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 10.10.2019 12:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 18.10.2019 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გთხოვთ, წერილში მიუთითონ "Subject"-ში - ბრენდირებული ჩანთების ტენდერი.

გვანცა უთურაშვილი შესყიდვების დეპარტამენტი

ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში

ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com ან Gvantsa.uturashvili@ge.anadoluefes.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |