www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: დ&ლ სერვისი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

"დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის ფორმების შეკრება და წლის განმავლობაში კორექტირების შეტანა;
** ანალიტიკური და ტექნიკური დავალებების შესრულება;
** კომპანიის ფულადი სახსრების ბიუჯეტის მომზადება და პროგნოზი;
** სხვადასხვა ფინანსური ანალიზის მომზადება;
** სხვადასხვა მენეჯერული ანალიზის მომზადება, მათ შორის შესყიდვებისა და რეალიზაციის პერმანენტული ანალიზი;
** მსხვილი დებიტორების ყოველთვიური მონიტორინგი/ანალიზი;
** ხარჯების მონიტორინგი/ანალიზი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA ან ანალოგიური კვალიფიკაცია ჩაითვლება უპირატესობად.
** 1C- ის და ბუღალტრული პროგრამა -ბალანსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე hr@dls.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |