www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 3D Max - სამგანზომილებიანი გრაფიკა და ანიმაცია
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

"ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას 3D Studio Max - სამგანზომილებიანი გრაფიკისა და ანიმაციის შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებზე!

პროგრამა შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე! სალექციო კურსები შემუშავებულია ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი, სერტიფიცირებული პრაქტიკოსი დიზაინერების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით!

განსაკუთრებული პირობა! ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ ახალი მიწოდებული მასალის შესწავლაში და დავალებების შესრულებაში!

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრი" 19 წლის სასწავლო ცენტრია! ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები! იხ. ბმული - http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)

"ინტელექტ ცენტრის" მოსწავლეების ნამუშევრები 3D studio Max-ში, გრაფიკაში იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.553779974727773.1073741831.550181635087607&type=3

I დონე - მოდელირება:

** 3Ds Max პროგრამის შესაძლებლობები და ინტერფეისი. სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნა, ზომის ერთეულების განსაზღვრა, მასშტაბირება Transform Type-In. ობიექტების კლონირება (Clone, Copy, Instance, Reference). დაჯგუფება, მიბმა და გათანაბრება, მაგნიტი Snap. კოორდინატების სისტემა, ობიექტების მონიშვნა და ცენტრის განსაზღვრა. ობიექტის დამალვა/გამოჩენა და გაშეშება (Freeze). Customize მენიუს განხილვა - Preferences. პროგრამის სწრაფი ღილაკები და მათი შექმნა (Hotkeys).
** დეფორმირების მოდიფიკატორები: Bend (მოღუნვა), Displace (გადაადგილება), Mirror (სარკე), Noise (ხმაური), Push (გამოგდება), Relax (მოდუნება), Ripple (ტალღოვანება), Shell (ქერქი), Skew (გადახრა), Stretch (გაჭიმვა), Taper (წაწვრილება), Symmetry (სიმეტრია). Wave (ტალღა). Twist (დაგრეხა). Spherify (სფეროსებული). Squeeze (გამოწურვა). რთული გეომეტრიული მოდიფიკატორები: Bevel profile, sweep, მობრუნების ზედაპირების შექმნა Lathe, Path Deform, Patch Deform. WSM Modifiers.
** მოდელირება მრუდეების გამოყენებით: ორგანზომილებიანი ობიექტები, Splines მრუდეები. რედაქტირების პანელი Editable Spline modify panel ძირითადი მახასიათებლები, მრუდეების ქვეობიექტების ტიპები და მათი რედაქტირება: Vertex, Segments, Spline. მაკონტროლებელი წერილების ტიპები: Bezier, Corner, Smooth. ორგანზომილებიან ობიექტებზე სამუშაო მოდიფიკატორები, შედგენილი ობიექტები და მათი მახასიათებლები Lathe, Extrude, Bevel, Cross section.
** რთული ობიექტების მოდელირება - Subdivision: Editable Poly, Editable Mesh. ობიექტების რედაქტირების პანელი და მისი ძირითადი ელემენტები. მოდიფიკატორთა ლოგიკური თანმიმდევრობის პანელი (Modifier Stack), მისი ძირითადი ოპერაციები (Collapse to, collapse all), პოლიგონალური მოდელირების სპეციფიური მოდიფიკატორები: Mesh select, vol. select, edit mesh, edit poly. პოლიგონალური ობიექტის ტოპოლოგიის ერთეულები: Vertex, Edge, Border, Polygon, Element. მათი მონიშვნის მეთოდები და ძირითადი ოპერაციები: Tesselate, collapse, Weld (შეერთება), Connect (შეერთება), Extrude (ამოწევა), Outline (გარე კონტური), Insert (ჩასმა), Attach (გამთლიანება), Detach (გამოყოფა), Bevel (ამოწევა ზედაპირის ცვლილებით), Insert vertex (წერტილის დამატება), Slice plane (სიბრტყით გაჭრა), Quick Slice, Cut (ამოჭრა), Chamfer (დაქანება), Bridge (ხიდი), Cap (გადახურვა). დაჩრდილვის ჯგუფები: Smoothing groups. საიდენტიფიკაციო არხები: Material ID Channels. Soft Seleqtion. Paint Deformation (Brush Options).
** ობიექტების ფაქტურების და მათი ზედაპირების ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრა (Shading). Material Editor მატერიალების რედაქტორის ტიპები, ინტერფეისის ელემენტები და პარამეტრები: სტანდარტული ტიპის მატერიალები, არქიტექტურული მატერიალები Arch&Design. მატერიალის მახასიათებლების მართვა ტექსტურებით. სხვადასხვა დანიშნულების რუკები: Material Editor>Map slots: Diffuse, Specular Color, Opacity, Self-Illumination, Specular level, Glossiness. მატერიალის განათებულობის მოდელების შერჩევა (Anisotropic, Blinn, Phong, Strauss და ა. შ). გამჭვირვალე, ამრეკლი, პრიალა, გლუვი მატერიალების შექმნა (reflection/refraction, fresnel, blurry reflection/refraction). მინა, მეტალი, წყალი და ა.შ. გარდატეხვის კოეფიციენტი (IOR), შთანთქმის კოეფიციენტი (Absorption/Fog) და ა. შ. ობიექტების მოცულობითი ზედაპირების შექმნა: ამობურცულობა, დეფორმაცია (Bump/displacement/normal bump). ძირითადი პროცედურული და ფრაქტალური რუკები: Noise, Speckle, Gradient, Gradient ramp, Falloff, Checker, Smoke და ა. შ. მათი ძირითადი მახასიათებლები. შერეული და შედგენილი (იერარქიული) მატერიალების შექმნა: Blend, Multi/Sub-Object, Shellac, Matte/Sadow და ა. შ. შედგენლი რუკები და ტექსტურები: Mix Map, Alpha maps. ობიექტზე მატერიალის მინიჭება: Apply material ღილაკი. ობიექტიდან მატერიალის ამოღება: პიპეტის ხელსაწყო Eye Dropper tool. მატერიალის საიდენტიფიკაციო არხები, შედგენილი მატერიალიდან ცალკეული მატერიალის ამოღება.
** სცენის განათება: განათების სტანდარტული წყაროები: Create>Lights>Standard. განათების ტიპები: Omni, Direct, Spot. განათების ჩართვა/გამორთვა ინდივიდუალური ობიექტებისთვის (Include/Exclude). ჩრდილი.
** შენახვა, არქივაცია, ექსპორტირება. Save As, Save Selected, Archive. მოდელის მომზადება მომდევნო ტექსტურირებისთვის და მისი გატანა სხვადასხვა ფორმატებში Export: FBX, OBJ, 3ds. სამგანზომილებიანი ფაილების მიმოცვლის ტიპები და ფორმატები: File types/formats, File - Export: Export, Export Selected, Export to DWF. პროგრამული შეცდომის შემთხვევაში პროექტის ფაილის აღდგენა (Autoback, Recovery).

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურისის ღირებულება ინდივიდუალურად: 350 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში : 330 ლარი.

II დონე - გამოსახულების ვიზუალიზაცია, რენდერი - V-Ray Render:

** ვიზუალიზაციის შიდა ალგორითმი Render Setup V-Ray პარამეტრების მართვა.
** გლობალური განათების გამოთვლის ალგორითმები: მიკერძოებული და მიუკერძოებელი ალგორითმები (Baised/Unbaised), ფოტონების გაბნევა (Photon mapping), განათების კეშირება (Light Cache), სხივების მიდევნების ალგორითმები (Raytracing), გზების მიდევნება (Path Tracing).
** V-Ray განათების წყაროების და V-Ray ობიექტების ტიპები. ვიზუალიზატორის პარამეტრების ძირითადი ფანჯარა (Render Dialog>Vray Rollout). გლობალური განათების პარამეტრების ფანჯარა (Global Illumination parameters Rollout). V-Ray ვიზუალიზაციის ძირითადი ელემენტები: Ambient occlusion, Zdepth, dirt, reflection, refration, object ID, Diffuse, Light, Shadow, specular, self illumination. გარემოს არეკვლა HDRI პარამეტრების ცვლილება. სწრაფი და ხარისხიანი ვიზუალიზაციის პარამეტრების დაყენება.
** განათების გამოთვლის მეთოდები და მათი მახასიათებლები; გლობალური განათება (Global Illumination). პირდაპირი განათება (Direct Illumination). განათების და ჩრდილის პარამეტრები VRay light, VRay Shadows. სფეროსებური, ბრტყელი, სტანდარტული განათებები, მზის განათება VRaySun. VRayIES პარამეტრების დაყენება. განათების წყაროების პარამეტრები მოდიფიკაციის პანელში Modify Panel-> Light Parameters. განათების დაყენება. სხვადასხვა ტიპის განათების იმიტაცია (ექსტერიერი, ინტერიერი, ბუნებრივი, ხელოვნური, დილა, საღამო). V-Ray მასალების შექმნა: მინა, კერამიკა, ნიკელი, სარკე, ხე, ლითონი, ფილა, აგური. რთული V-Ray ტექსტურების შემოტანა და პარამეტრების მართვა. Override mtl, VRayMtl, VRayLightMtl, VRayMtlWrapper -ით ბეგრაუნდზე ჩრდილის ეფექტის შექმნა. V-Ray Fur ბალახის, ხალიჩის და თმის შექმნა და რედაქტირება. V-Ray Frame Buffer პარამეტრების მართვა. ფერების კორექციის კონტროლი (Color corrections). V-Ray mesh export. VRayProxy რთული ობიექტების, მცენარეების შემოტანა. რენდერი რეალურ დროში ActiveShade: V-Ray RT. ვიზუალიზაციის ელემენტების მართვის ფანჯარა; Render Elements dialog. ვიზუალიზაციის ელემენტების შენახვა, ფაილების ფორმატები: Tif, PNG, TGA, JPG. VRayPhysicalCamera კამერის პარამეტრების დაყენება. კამერის ანიმაცია. გარემოს და კამერის ერთმანეთთან შეთავსება. რენდერი. ვიზუალიზაციის შენახვა.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურისის ღირებულება ინდივიდუალურად: 350 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 330 ლარი.

III დონე - რთული მოდელირება:

** შედგენილი ობიექტები: Boolean ოპერაციები: გაერთიანება, ამოჭრა, გადაკვეთა. მრუდეებისგან შექმნილი პოლიგონური ობიექტები: Loft, shapemerge. სხვა ტიპის შედგენილი ობიექტები: Morph, Connect, Conform, Mesher. ობიექტების სიმრავლე: Array, Clone to path, Align> Spacing Tool. ოპერაციები ობიექტის საყრდენ წერტილზე: Pivot, Affect pivot.
** რთული ობიექტების მოდელირება. Toggle Ribbon: Modeling, Freeform, Selection, ObjectPaint, Populate. პრაქტიკული სავარჯიშოები: მოდელირების პროცესისთვის მასალების შემოტანა (Blueprint). ავეჯის, ინტერიერისა და ექსტერიერის მოდელირება. ადამიანის სახის, მანქანის მოდელირება.
** ნაჭრის შექმნა Cloth მოდიფიკატორის დახმარებით. Object Properties: Pressure, Damping. Add Objects, Collision Object. ობიექტზე ტექსტურის კოორდინატების მინიჭება Mapping: მოდიფიკატორი UVW Map. ტექსტურის გასწორება gizmo. UVW Xform, Unwrap UVW პარამეტრები. შედგენილი მატერიალის ტიპი Multi/Sub-Object. საიდენტიფიკაციო არხებზე მატერიალის მინიჭება.
** პროექტის მენეჯმენტის მართვა: სცენაში სხვა სცენებიდან ობიექტების შემოტანა (Import, Merge, Replace). მასშტაბირება, საზომი ერთეულების კონვერტაცია: Convert Units, Import parameters. X-ref ობიექტები. სცენის ფენებად დაყოფა, ობიექტების ფენებზე გადატანა, ახალი ფენების შექმნა, ფენების ოპტიმიზაცია: დამალვა, გამოჩენა/გაშეშება (layer manager, hide/unhide, freeze, renderable). სწრაფი მუშაობისთვის სცენის ობიექტების გამოსახულების ოპტიმიზაცია (Display as box, backface cull, see-through, Adaptive degradation). სცენის ხარვეზები: დაკარგული ტექსტურები, განათების ფაილები, შემოტანილი ობიექტები უცნობი მისამართით. Asset Tracking, Missing maps, Bitmap/Photometric Paths Utility. სცენისა და მისი რესურსების შენახვა: Bitmap/Photometric Paths Utility, Resource collector utility, Set project folder. სცენის არქივაცია და არქივის გახსნა: File>save as>Archive, იმპორტირების და შერწყმის ოპერაციები. სამუშაო ფაილის აღდგენა: Autoback, Recovery.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურისის ღირებულება ინდივიდუალურად: 400 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 380 ლარი.

IVდონე - ანიმაცია:

** კამერასთან მუშაობა. სცენაში სხვადასხვა ტიპის სამგანზომილებიანი კამერების დაყენება: Target camera, Free camera. პარამეტრების რედაქტირება: Focal length (ფოკუსური სიგრძე), Field of Viev (ხედვის კუთხე), Shutter speed. კამერის სიღრმის ეფექტი (ობიექტების თანდათანობით გაბუნდოვნება) Depth of Field Parameters, Motion Blur Parameters. სცენის კომპოზიცია და ვიზუალიზაცია. ხედის პროპორციები, რაკურსი. ფანჯარა VideoPost. ობიექტის გამონათების ფილტრები Glow, Highlight. იერარხია და კინემატიკა. წყლის, ცეცხლის, აფეთქების და სხვა ბუნებრივი მოვლენების ეფექტების შექმნა. MassFx პარამეტრების განხილვა. ფიზიკა და დინამიკა. Biped პარამეტრების მართვა, მოძრაობა, ანიმირება. CAT Objects პარამეტრების მართვა, მოძრაობა. Particle Flow ნაწილაკების სისტემების შექმნა და მართვა.
** ანიმაციის საფუძვლები. ანიმაციის პრინციპები, ვიდეოფორმატები, საერთაშორისო სტანდარტები. დროითი შკალა: ინსტრუმენტი Timeline. ანიმაციის ინტერვალი, დროის კონფიგურაციის ფანჯარა (Time Configuration) და მისი ელემენტები. წრფივი ანიმაცია. ობიექტის ანიმირება Keyframe animation- ანიმაციის გასაღებით. ობიექტის პოზიციის, ორიენტაციის, მასშტაბის და პარამეტრების ანიმაცია. მატერიალების და ტექსტურების პარამეტრების ანიმირება. Curve Editor რედაქტორის ინტერფეისი და ხელსაწყოები. მოდიფიკატორების პარამეტრების ანიმირება: მოდიფიკატორი Morpher ობიექტების გარდასახვა. მორფინგის საფუძვლები. ანიმაციის კონტროლერები. ობიექტის ანიმირება ტრაექტორიის (სპლაინის) გასწვრივ Path Constraint ინსტრუმენტით. ანიმაციის ვიზუალიზაცია, ვიდეოს სახით შენახვა.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია, ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 400 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 380 ლარი.

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!

მოგეხსენებათ, ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად! თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 19 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი" მე-3 სართული, ოფისი № 01
ტელ:, 595050154, 593 614552 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |