www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბის ლიდერის
მომწოდებელი: ვისქიჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

კომპანია "ვისქიჯორჯია"ახორციელებს არაფორმალური განათლების მიმართულებით ახალგაზრდულ პროექტებს, რომლებიც დაფუძნებულია სწავლება თამაშის მეთოდზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლასთან.

ჯანსაღი ცხოვრების წესით ხელს ვუწყობთ მოზარდების სოციალურ აქტიურობასა და საზოგადოებაში ჩართულობას. განსაკუთრებით, ორიენტირებულები ვართ ახალგაზრდების დაინტერესებაზე ზამთრის სპორტის სახეობებით, რომლებიც ხელს უწყობს მათ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ გაჯანსაღებას.

2019 წლიდან ახალი პროექტის ფარგლებში ("არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბი") იგეგმება თბილისის სკოლებში კლუბების ჩამოყალიბება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს არაფორმალური განათლებით და ზამთრის სპორტის სახეობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში.

კომპანია "ვისქიჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბის ლიდერის პოზიციაზე.

თუ გსურს, აღმოაჩინო საკუთარ თავში მეტი რესურსი, განივითარო სხვადასხვა სფეროში უნარ-ჩვევები, მიიღოს გამოცდილება, გახდე მომავალი ტრენერი, დაამატო კვალიფიკაცია შენს რეზიუმეს და პროდუქტიულად გამოიყენო თავისუფალი დრო.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო გარემოს:
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს
** მუდმივ სიახლეებს
** პიროვნულ და კარიერულ განვითარებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმალური ასაკი: 18 წელი.
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება- სასურველია
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა- (უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა, დეტალებზე ორიენტირებული
** ჯანსაღი ცხოვრების წესი

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ პროექტებში ჩართულობა და ორგანიზება: ტრენინგები, ლაშქრობები, თამაშები, ზამთრისა და ზაფხულის ბანაკები.
** სასკოლო კლუბის პროგრამის განხორციელება
** კლუბის წევრებისთვის ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების გამართვა.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს, რომელიც არის არაანაზღაურებადი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე) სათაურის ველში კი მიუთითოთ სასურველი პოზიცია, შემდეგ მისამართზე weskigeorgia@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |