www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გერმანულენოვანი დისტანციური/ვირტუალური ასისტენტი
მომწოდებელი: MyTalent.io
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ შესახებ:

"mytalent.io" არის გერმანიაში დაფუძნებული დასაქმების სააგენტო, რომელიც ეძებს გერმანულენოვან კანდიდატებს დისტანციური/ვირტუალური სამუშაოსთვის, რათა ასისტენტობა გაუწიონ გერმანელ მომხმარებლებს.

რა არის დისტანციური/ვირტუალური ასისტენტობის (VA) სპეციფიკა?

სახლიდან გაუსვლელად საკუთარი კომპიუტერით უზრუნველყოფთ გერმანიაში კლიენტების მომსახურების მხარდაჭერას.

ვირტუალური თანაშემწის/ასისტენტის მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

ვირტუალური ასისტენტი ასრულებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ამოცანებს, როგორიცაა მაგალითად:

** საკონტაქტო სიების და სამომხმარებლო ბაზების მართვა
** კლიენტების გრაფიკების ორგანიზება
** კლიენტებსა და მათ მომხმარებლებს შორის შეხვედრების დაგეგმვა
** საჭიროების შემთხვევაში მოგზაურობის ორგანიზება
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
** კორესპონდენციის გაწევა და აუდიო მასალის წერილობით ფორმაში გადატანა
** შეთავაზებებისა და შეხვედრის მასალების მომზადება, ორგანიზება და გადაგზავნა
** ორენოვანი (ინგლისური/გერმანული) მასალის თარგმნა
** საგადასახადო საკითხების და ბუღალტრული ანგარიშგების შემოწმება
** კლიენტის მოთხოვნის მოგვარება ტელეფონით და იმეილით მიმოწერის საშუალებით
** სიახლეების გამოქვეყნება
** ინტერნეტ ბაზრის კვლევა
** ვებ-საიტისა და ბლოგის შემუშავება და რეგულარული დახვეწა
** სოციალური მედიის მართვა კომპანიებისთვის

რას ვეძებთ?

აუცილებელი მოთხოვნები:

** გერმანული ენისა და გრამატიკის ცოდნა
** დროის ეფექტური მართვა და საქმის ხარისხიანი შესრულება
** საკუთარი ლეპტოპის ქონა სწრაფ ინტერნეტთან წვდომით
** ინგლისურის ცოდნა არის სასურველი, თუმცა არასავალდებულო მოთხოვნა

უპირატესობები თქვენთვის:

** ვირტუალური/დისტანციური ასისტენტობა საშუალებას მოგცემთ საკუთარი სურვილისამებრ მოირგოთ სამუშაო განრიგი თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, რაც მეტ თავისუფალ დროს გაძლევთ.
** საწყისი ხელფასი ფიქსირებული 1000 - 3000 ლარი თვეში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ განცხადება შემდეგ მისამართზე
https://career.mytalent.io/application/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |