www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაძლიერებული ექსელის კურსები - MS Excel
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ გაძლიერებული ექსელის სხვადასხვა დონის შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებს!

ტრენინგ-კურსები გათვლილია ფიზიკური და კორპორატიული პირებისთვის!

გაითვალისწინეთ; კურსის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე! ტრენინგ-კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი, საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ტრენერები!

19 წლის მანძილზე ჩვენს მიერ მომზადებულია სხვადასხვა წამყვანი კომპანიის კადრები; მენეჯერები, ფინანსისტები და ასევე უამრავი ფიზიკური პირი! იხ; ბმული - https://www.facebook.com/pg/IntellectCenterTbilisi/photos/?tab=album&album_id=1372268562878906

განსაკუთრებული პირობა! ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ ახალი მიწოდებული მასალის შესწავლაში და დავალებების შესრულებაში!

I დონე - Basic Level:

კურსი განკუთვნილია დამწყები მსმენელებისთვის, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება ქსელთან.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** Start ცხრილის ტერმინოლოგიის გაცნობა; ექსელის ინტერფეისის შესწავლა;
** Help მიმოხილვა; Office ღილაკი და Save;
** მონაცემთა შეყვანა და რედაქტირება; ფორმულების შეყვანა და რედაქტირება;
** სამუშაო წიგნის შენახვა და განახლება; ფონტები, ავტომატური შევსება და განლაგება;
** მონაცემთა ასლის აღება და გადატანა Paste Special;
** მონაცემთა მონახვა, რედაქტირება; კომენტარების ჩასმა/რედაქტირება;
** სვეტებთან და სტრიქონებთან მუშაობა; სვეტების და სტრიქონების ჩამატება, წაშლა, სვეტების და სტრიქონების დამალვა/ჩვენება; რამდენიმე სვეტის და სტრიქონზე ერთდროული მოქმედებების ჩატარება;
** უჯრის მოდიფიკაცია; Sort (მარტივი); სამუშაო გვერდის მოდიფიკაცია;
** სამუშაო გვერდებზე სახელების დარქმევა; სამუშაო გვერდების კოპირება და გადატანა;
** სამუშაო გვერდის ჩამატება, წაშლა, დამალვა და გამოჩენა;
** სამუშაო გვერდების დაგრუპვა, მათი კოპირება, წაშლა, დამალვა, zoom-ის გამოყენება;
** რამდენიმე სამუშაო ფურცლის ბეჭდვა;
** საბაზისო ფორმულები; ოპერაციების ჩატარება უჯრებზე; ფორმულის შექმნა; Autosum გამოყენება,
** Sum, Average, Count, Max, Min. ფორმულების ძებნა, ფორმულების კოპირება, ფარდობითი და აბსოლუტური მისამართების გამოყენება;
** სამუშაო ფურცლის ფორმატირება, ტექსტის ფორმატირება; სვეტის და სტრიქონის ფორმატირება, რიცხვების ფორმატირება; AutoFotmat და Format Painter გამოყენება;
** პრინტერის ფუნქციები; დოკუმენტის ამოსაბეჭდად მომზადება; Page Setup ფუნქციების მიმოხილვა, ბეჭდვა
** დიაგრამების აგება; მარტივი დიაგრამების აგება, დიაგრამების მოდიფიცირება; დიაგრამების ბეჭდვა; ილუსტრაციები. დიდი მოცულობის სამუშაო გვერდზე მუშაობა;
** freeze panes (არეალის დაფიქსირება); Split Window (რამდენიმე ფანჯარასთან მუშაობა);
** Arrange All; Page Break ოფციები და მათთან მუშაობა; SHOW/HIDE Section; Switch Windows;

კურსის დასრულების შემდეგ; გექნებათ ექსელის საბაზისო შესაძლებლობების კარგი ცოდნა. თავს იგრძნობთ უფრო კომფორტულად ექსელის სამუშაო გარემოში და შეძლებთ ცხრილების და გრაფიკების აგებას, კორექტირებას; გეცოდინებათ საბაზისო ფორმულები, რომელიც დაგეხმარებათ უფრო პროდუქტიული იყოს თქვენი სამუშაო ცხრილები და გრაფიკები, რომელთაც თქვენ თავად შექმნით და იქნება უფრო ეფექტური და პრეზენტაბელური.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 6 ლექციას; მე-7-ე შემაჯამებელი.
ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ,
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ, ჯგუფში 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად - 120 ლარი
ჯგუფში: 100 ლარი - ერთი მსმენელისთვის

II დონე - intermediate Level:

განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე იცის საბაზისო დონე და მუშაობს დიდ მონაცემთა ბაზებში. აღნიშნული კურსი დააინტერესებთ მათ, ვისაც უწევთ ფინანსური, სტატისტიკური ან სხვა საშედეგო ანალიზური ინფორმაციის დამუშავება-მომზადება Excel-ში. კურსის მიმდინარეობისას განვიხილავთ პრაქტიკულ ამოცანებს.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** ბევრ სამუშაო გვერდთან ან/ სამუშაო წიგნთან მუშაობა; სამუშაო გვერდებზე გადაადგილებები, მათი კოპირება და გადატანა ; მონაცემთა კონსოლიდაცია;
** Paste Link გამოყენება; Hyperlink; date&time functions: Weekday; Weeknum; Networkdays; workdays etc
** Math & Trig Functions
** Even, Odd, Fract, int, floor, mod, round, ceiling, combin, GCD, power, product
** sqrt; subtotal; sumif; sumproduct; trunc; countif; averageif; Round; Roundup; Rounddown;Int; etc.
** Conditional Formulas and Formating;
** If Function, AND, OR, If Error, If n/a
** ინფორმაციული ფუნქციები; საძიებო ფორმულები,
** Vlookup; Hlookup; Lookup; match; index; Row(s);Column(s)
** List Management; სიის სტრუქტურა;
** PivotTablec & PivotCharts;
** Data Validation: კრიტერიის დადგენა ტექსტის, თარიღის თუ რიცხვის შეზღუდვის დასაწესებლად, უჯრაში სიის შექმნა; ** Sort (Advanced)
** Auto Filter-ის გამოყენება; ფილტრის გამოყენება; advanced ფილტრის გამოყენება;
** Subtotals; Text Functions: concatenate, left, right, mid, Proper, Upper; Auditing
** ფორმულის შემოწმება და ხარვეზების პოვნა; სამუშაო წიგნის, სამუშაო გვერდის და არეალის დაცვა.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ: სწრაფად დაამუშაოთ დიდი მონაცემთა ბაზები და განახორციელოთ მათზე მოქმედებები; ვრცელი ცხრილების მარტივ და პრეზენტაბელურ რეპორტებად გარდაქმნას;
** ფორმულების და ფორმატირებების ცოდნა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ვადები პროდუქციაზე, ასევე დებიტორთა, თუ საკუთარი დავალიანებების გრაფიკი;
** შეძლებთ მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ ერთის განახლება იწვევდეს მეორის ავტომატურ განახლებას;
** ფორმატინგის შეამცირებთ დიდ მონაცემებთან მუშაობისას ადამიანის მექანიკური შეცდომების მოხდენის ალბათობას; შეძლებთ რთულ ფორმულებთან მუშაობას და თავად ჩაწერილი ფორმულის ანალიზს Error-ის შემთხვევებში; და ა.შ.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 8 ლექციას, მე-9 შემაჯამებელი / ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ,
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ, ჯგუფში 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 200 ლარი, ჯგუფში: 170 ლარი - ერთი მსმენელისთვის;

III დონე - Advanced Level:

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც კარგად ფლობს წინა დონეებს, სურს გაეცნოს ექსელის უფრო რთულ და საინტერსო ფუნქციებს, შესაძლებლობებს და იყოს მეტად პროგრესული მონაცემთა ანალიზში.

** ლოგიკური ფუნქციები & Name Manager, Name Manager -ის გამოყენება, ფორმულაში Name-გამოყენება; IF+IF; IF+AND+OR, საძიებო ფორმულები: Vlookup (Advanced), Hlookup (Advanced), Lookup (Advanced), Offset, Indirect, match (advanced), index (advanced), Chooses, Address, Transpose, column, Columns, Row,
** List Management (Advanced);
** Data Validation: კრიტერიის დადგენა ტექსტის, თარიღის თუ რიცხვის შეზღუდვის დასაწესებლად, უჯრაში სიის შექმნა;
** Database functions: Dsum, Daverage, Dcount, Dget, Dmax, Dmin, Dproduct etc.
** Statistic functions: sumifs, averageifs, countifs, median, mode, rank, large etc.
** PivotTablec & PivotCharts; Analytic Options; Goal Seek;
** Scenario Manager (სცენარებთან მუშაობა); Data Table; Solver (ოპტიმიზაციის ფუნქცია);
** Text Functions (advanced) find, replace, substitute, Lower, Value, Trim, text, t, len, rept, char
** ფინანსური ფუნქციები: SLN, SYD, DDB, PV, FV, NPV, PMT, PPMT, PRICE, FVSCHEDULE, IPMT, IRR, INTRATE, ISPMT, XIRR, XNPV, etc.
** Protect and sharing; Macros-ის შექმნა, Macro Recorder-ის გამოყენება, მაკროსის რედაქტირება.

კურსის გავლის შემდეგ; გექნებათ აბსოლუტურად სრული წარმოდგენა და ცოდნა ექსელის უმაღლესი დონის ფუნქციებზე. შეძლებთ გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ექსელი გაძლევთ თავისი ფორმულებით და ფუნქციებით, ასევე მონაცემთა ბაზების/ცხრილების მანიპულაციას Pivot Tables დახმარებით და Advanced ანალიზის ჩატარებას. შეძლებთ მაკროსების ჩაწერას რეკორდერის დახმარებით, რაც დაზოგავს თქვენს ყოველდღიურ რუტინაზე დასახარჯ დროს.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 8 ლექციას, მე - 9 შემაჯამებელი
ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ;
ერთი ლექციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში 1.30წთ.
ღირებულება - ინდივიდუალურად 250 ლარი; ჯგუფში: 220 ლარი - ერთი მსმენელისთვის.

კორპორატიულ პირებს გთავაზობთ; კადრების მომზადებას, როგორც ჩვენს ტრენინგ ცენტრში, ასევე 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში ჩვენი ტრენერი გეწვევათ თქვენს კომპანიაში! სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა და მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

ასევე გთავაზობთ; ექსპრეს ტრენინგების ჩატარებას ქალაქგარეთ, (ლისის ტბასთან) სასტუმრო რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში! რანჩო იხილეთ ბმულზე - HTTP://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1

რაიონში და სხვა ქალაქებში მცხოვრებ პირებს გთავაზობთ; ინტენსიური კურსის გავლას და ჩვენს სასტუმროში - "მოგზაურთა სახლში" განთავსებას! თქვენთვის იმოქმედებს ფასდაკლება! სასტუმროს შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://www.facebook.com/pg/TravelersHouseTbilisi/photos/?tab=album&album_id=635617943435936

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად! თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 19 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. 154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი" მე-3 სართული, ოფისი № 01
ტელ: 5950501545, 593614552 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |