www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების შეფასების კურსი
მომწოდებელი: რესქული
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ნოემბერი

"რესქული" უძრავი ქონების ინდუსტრიაზე ორიენტირებული პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც თქვენი შესაძლებლობების გაფართოებასა და კარიერული განვითარების დაჩქარებაზე ზრუნავს.

ჩვენი პროფესიული სწავლება ხორციელდება ადგილობრივად მოქმედი მარეგულირებლის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

თუ "რესქულის" სერტიფიკატს ფლობ, თავისუფლად შეგიძლია უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე ტრანზაქციებსა და პროცესებში გარკვევა, მათი გამოკვლევა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი აქცენტების დასმა. გაქვს საკმარისი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად, ეფექტურობის გასაზრდელად და წარმატებული ინვესტიციის შესაფასებლად.

"რესქული" აცხადებს მიღებას უძრავი ქონების შეფასების კურსზე.

უძრავი ქონების შეფასების კურსის განმავლობაში გაეცნობი უძრავი ქონების ზოგად პრინციპებს და მიიღებ იმ ძირითად ცოდნას და უნარებს, რომლებიც უძრავი ქონების შესაფასებლად დაგჭირდება.

მიზანი:

კურსის მიზანია ტრენერების მრავალწლიანი ცოდნის გაზიარება და ქართული ბაზრისთვის შესაბამისი მაგალითების გამოყენებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. სწორედ ამ პრაქტიკული უნარებიდან და მიღებული ცოდნიდან გამომდინარე უნდა შეძლო ქონების ღირებულების დადგენა როგორც მარეგულირებლის მოთხოვნების, ისე საერთაშორისო სტანდარტებისა და მსოფლიოს წამყვანი პროფესიული დაწესებულებების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად.

ვისთვისაა განკუთვნილი შეფასების კურსი:

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონების საშემფასებლო საქმიანობით და სურს, დაეუფლოს შემფასებლის მოთხოვნად პროფესიას. განურჩევლად იმისა, უძრავ ქონებაში გამოცდილი კადრი ხარ, თუ ნულიდან გსურს ამ ინდუსტრიაში კარიერის დაწყება, შეფასების კურსი დაგეხმარება მარტივად და თავისუფლად მოახდინო ინტეგრაცია თანამედროვე კონკურენტულ გარემოში.

რის შესახებ მიიღებ ინფორმაციას?

** უძრავი ქონების ბაზარი და მასში მიმდინარე მოვლენები
** უძრავი ქონების სამართლებრივი ნაწილი
** საშემფასებლო საქმიანობის ორგანიზება და პროცესები
** შეფასების ძირითადი მეთოდები

რა უნარებს გამოგიმუშავებს შეფასების კურსი?

** ლისტინგებისა და საჯარო რეესტრის ბაზებში არსებული მონაცემების დამუშავება
** უძრავი ქონების შეფასებისათვის საჭირო მათემატიკური და სტატისტიკური კალკულაციები

რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?

კურსის განმავლობაში გაეცნობი უძრავი ქონების ბაზრის მუშაობის საფუძვლებს სხვადასხვა ასპექტში, რაც წარმოდგენას შეგიქმნის როგორც ამ ინდუსტრიის, ისე მისი მომიჯნავე, დამხმარე და შემავსებელი სფეროების შესახებ. გეცოდინება როგორ დაგეგმო სტანდარტული ქონებების შეფასების პროცესი, როგორ გააკეთო ბაზრის ანალიზი, განახორციელო საჭირო გამოთვლები და დაადგინო ქონების საბაზრო ღირებულება.

ფორმატი:

** 12 კვირა
** კვირაში 3 დღე
** ლექცია: 2 საათი.

სასწავლო კურსის ღირებულებაა 2950 ლარი დღგ-ის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ: join@reschool.ge ან დაგვიკავშირდით: 0322 11 12 77.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.reschool.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |