www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი - II დონე
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

სად უნდა ისწავლოთ პრაქტიკული ბუღალტერია თუ არა ევროპულ ცენტრში პრაქტიკული ბუღალტერია (II დონე)

მიმდინარეობს რეგისტრაცია: https://goo.gl/2ySvaG

კურსდამთავრებულებს ეძლევა დასაქმების შანსი აუდიტორულ კომპანია "მილენიუმში".

"ევროპის აკადემიური ცენტრი" იწვევს დამწყებ ბუღალტრებს პრაქტიკული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის კურსზე.

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ორი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა ORIS -ში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.GE-ზე, Saras.gov.ge-ზე.

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი სრულად მოიცავს:

** სამეწარმეო და საგადასახადო სუბიექტების პრაქტიკული შესწავლა და განხილვა
** ორგანიზაციის წესდების პრაქტიკულად შექმნა
** ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკის ჩამოყალიბება
** ორგანიზაციის ორი წლის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა და წარმოება
** სასაქონლო ზედნადები
** ანგარიშ-ფაქტურა
** საგადახდო დავალება
** ინვოისი
** სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი
** ავიზო
** სახელფასო უწყისი
** საბაჟო დეკლარაცია
** ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება და წარდგენა
** საშემოსავლო
** დღგ
** ქონება
** მოგება
** საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS -ის სრულყოფილად შესწავლა
** RS.GE-ზე და Saras.gov.ge.-ზე

პრაქტიკის ხანგძლივობა: 2 თვე (36 საათი)
კურსის ღირებულება: 500 ლარი
ინდივიდუალურად: 750 ლარი

ლიტერატურა და სამუშაო პირველადი დოკუმენტაცია შედის ღირებულებაში.

არსებული კურსი მოიცავს შუალედურ და საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას. საბოლოო გამოცდა არის წერითი სახის და ტარდება ორ ნაწილად - საბუღალტრო და საგადასახადო საქმეში.

ევროპული ცენტრი კურსდამთავრებულებზე გასცემს ISO 9001:2015 ლიცენზიის შესაბამის ორენოვან სერტიფიკატს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227

ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 32/33
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066

ქ. ზუგდიდი, კოსტავას 54, მესამე სართული (საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის გვერდით)
ტელ: 596 78 77 00

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge/
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
ყოველდღიური სიახლეებისთვის გამოიწერეთ "ევროპული ცენტრის" Facebook: https://goo.gl/XrI6Jg



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |