www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრო აღჭურვილობის ინჟინერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს ბოთლერი" საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ელექტრო აღჭურვილობის ინჟინრის პოზიციაზე.

სამსახურის აღწერა:

ელექტრო აღჭურვილობის ინჟინერი მოახდენს კომპანიის საწარმოო ხაზების, ინფრასტრუქტურული სისტემების და სხვა აღჭურვილობისა და დანადგარების მონტაჟს, დაზიანებების დიაგნოსტიკას, აღმოფხვრასა და რემონტს.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** საწარმოო ხაზების, ინფრასტრუქტურული სისტემებისა და სხვა აღჭურვილობისა და დანადგარების (მათ შორის ციფრული მართვადი დარღვევების) დიაგნოსტიკა;
** საწარმოო ხაზების, ინფრასტრუქტურული სისტემებისა და სხვა აღჭურვილობისა და დანადგარების პროგნოზირებადი და ოპერატიული ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება (მონაწილეობის მიღება);
** მარტივი ელექტრული წრედების შექმნა ავტონომიური გამოყენებისა და არსებული დანადგარებისათვის;
** ახალ ტექნიკური დანადგარების მონტაჟსა და გაშვებაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

საჭირო კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში (სამაგისტრო ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მსგავსი ვალდებულებებით;
** მიკროსქემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** რუსული ენის კარგი ცოდნა. ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 02 დეკემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |