www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენები: ქართული - ძალიან კარგი, ინგლისური - ძალიან კარგი, რუსული - ძალიან კარგი;
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება უპირატესია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფოტო/ვიდეო გადაღებების ორგანიზება;
** სოციალური მედიის მარკეტინგული პროცესების მართვა;
** ინფორმაციის სწორ განთავსების უზრუნველყოფა და მართვა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის, სტრესული სიტუაციების გამკლავების, კომუნიკაბელურობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის ასლები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vakancy@pineo.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლ ის 30 ნოემბერი.

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |