www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტომენ
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"ავტომენ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვინ ვართ ჩვენ - გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ნიჭიერი, კრეატიულად მოაზროვნე ახალგაზრდა ადამიანებით. ჩვენ წარმოვადგენთ სტარტაპს, ავტონაწილების ყიდვა - გაყიდვის პლატფორმას www.automan.ge, ჩვენი მიზანია ყველა ავტონაწილის გამყიდველი გავაერთიანოთ და შევქმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტი.

რას ვითხოვთ:

** საშუალო განათლება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის საძიებო სისტემის ცოდნა - Excel, Word, Windows, Internet
** ავტონაწილების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** პოტენციურ კლიენტებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტების განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და შეთავაზებების პრეზენტაციის ჩატარება
** ყოველთვიური სავალდებულო გაყიდვების გეგმების შესრულება, წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად
** არსებული მომხმარებლების მოთხოვნების და საჭიროებების მუდმივი ანალიზი.
** კომპანიის და პროდუქციის ცნობადობის ამაღლება
** რეგულარული ანგარიშების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
** მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტის მიერ დადგენილ კამპანიებში / აქტივობებში ჩართულობა და შესაბამისი წესით მოქმედება
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება

თვისებები და უნარები:

** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, ორგანიზებული
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პუნქტუალური

ანაზღაურების პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
** ანაზღაურება განიხილება კანდიდატთან ინდივიდუალურად

თქვენი რეზიუმე / CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე info@automan.ge, Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წარმატებებს გისურვებთ და მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენს გუნდში!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |