www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 50-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს;

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეისწავლოს მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკის მომსახურების სტანდარტები;
** შეისწავლოს ტექნიკის სახეობების მიხედვით მათი მომსახურების თავისებურებები;
** შეასრულოს ყველა დაგეგმილი სამუშაო დროულად;
** მზრუნველობით მოეპყრას მომხმარებლის ტექნიკას;
** ყველა მოხმარებული დეტალი და შესრულებული სამუშაო ზუსტად ასახოს შეკვეთის ფურცელში;
** მუდმივად დაიცვას და შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო ადგილზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოტოციკლების, სკუტერების, სპეცტექნიკის და მცირე ზომის მცურავი საშუალებების ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მისაღებია კერძო პრაქტიკაც);
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2019 წლის 28 ნოემბრამდე. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |