www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ვესტ დისტრიბუშენი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ვესტ დისტრიბუშენი" ქ. ქუთაისში სამუშაოდ იწვევს 23-დან 40 წლამდე ენერგიულ მამაკაცებს პრისელერის თანამდებობებზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** ქონებრივი უზრუნველყოფა
** მართვის მოწმობა B, C კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** შრომისმოყვარე, აქტიური, თავაზიანი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი.
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: w.d.imereti@gmail.com და თემაში მიუთითოთ ვაკანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს კანდიდატურას არ განვიხილავთ.

საკონტაქტო ტელეფონი: 596 11 11 46 ზურაბი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |