www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ჩვენი ფერმერი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 24 ნოემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ჩვენი ფერმერი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დამლაგებლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების მასშტაბით, მის პასუხისმგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი წესების დაცვით;
** საწარმოო უბნებზე, სპეციფიკის გათვალისწინებით, სამუშაოების დადგენილი წესებისა და გრაფიკების დაცვით ჩატარება;
** საწმენდი და სარეცხი საშუალებების ხარჯვისა და მარაგების კონტროლი;
** ​ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: staff@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ს.ს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით , შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |