www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

** პოსტების ტექსტის მომზადება სოციალური ქსელის გვერდებისთვის (Copywriting);
** პოსტების განთავსება სოციალური ქსელის გვერდებზე;
** სოციალური ქსელის გვერდების მართვა;
** სოციალური ქსელის მომხმარებელთან დროული კომუნიკაცია;
** სოციალური ქსელის გვერდის სტატისტიკის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** სოციალური მედია მარკეტინგის სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა (Facebook, LinkedIn, Instagram).
** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** კრეატიულობა;
** გამართულად და საინტერესოდ წერის შესაძლებლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა.
** CMS (Content Management System) - მართვის გამოცდილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tmuzashvili@kanti.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |