www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: პრო ელექტრონიკსი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"პრო ელექტრონიკსი" აცხადებს ვაკანსიას IT გამოცდილების მქონე ინსტალატორის თანამდებობაზე.

მაღაზია "პრო ელექტრონიკსი" ახორციელებს პროფესიონალური აუდიო ტექნიკის გაყიდვის, გაქირავების და ინსტალაციის სერვისებს. გვესაჭიროება გუნდის წევრი, რომელიც განახორციელებს არსებული შეკვეთების შესაბამის ტექნიკურ უზრუნველყოფას/ინსტალაციას.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება.
** ასაკი: 19-35 წლამდე.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა არასავალდებულო.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ან რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** გამართული მეტყველების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი დავალების ტექნიკურად შესრულება.
** ობიექტის დაქსელვა, ქსელის გაყვანა.
** აუდიო სისტემის ინსტალაცია.
** ​რეპორტინგი - შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ყოველკვირეული წარდგენა მენეჯმენტთან.

უნარ-ჩვევები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა.
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სისწრაფე, ოპერატიულობა.
** ​დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული (გამოსაცდელ პერიოდში შეთანხმებით)
ანაზღაურება: 800-დან 3000 ლარამდე.

"პრო ელექტრონიკსი" ეძებს IT გამოცდილების მქონე ინსტალატორს, რომელიც ფლობს კომპიუტერულ უნარებს. ჩვენს კომპანიაში შეიძენს გამოცდილებას საინსტალაციო კუთხით, ურთიერთობა ექნება პროფესიონალ ინსტალატორებთან, ხოლო გამოცდილების შეძენის შემდეგ შეძლებს გამოიყენოს თავისი უნარ-ჩვევები მუსიკალური აპარატურის საკონფიგურაციოდ და ასევე ექნება პერსპექტივა გახდეს ტექნიკური ცოდნის მქონე გაყიდვების აგენტი.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით სამოტივაციო წერილთან ერთად ელ-მისამართზე: info@proelectronics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |