www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წყალგაყვანილობის ინჟინერი
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებას და ქარხნულ გარანტიას.

კომპანია "მეპერსი" აცხადებს ვაკანსიას წყალგაყვანილობის ინჟინრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უნდა შეეძლოს კლიენტთან მუშაობა
** წყლის, კანალიზაციის და სადრენაჟო სისტემების სისტემების, როგორც გარე ისე შიდა ქსელის ანგარიში და პროექტირება
** სახანძრო სისტემების, მათ შორის სპრინკლერული სისტემის ანგარიში და პროექტირება
** ​სპეციფიკაციების კვალიფიციური მომზადება
** ობიექტზე განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და მისი ასახვა გრაფიკულ ნაწილში
** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო დარგში
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;

სამუშაო გამოცდილება:

** ​პროექტანტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3-5 წელი)
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა Autocad, სასურველია REVIT

ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:

** ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამედიცინო დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

მის: ქ.თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 47.
http://www.meppers.ge
ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს WEB-გვერდს: https://www.facebook.com/meppersGeorgia/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |