www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაქონლო მარაგების მართვის კოორდინატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00

ფუნქციები:

** მაღაზიებისთვის პროდუქციის შეკვეთის, მიწოდების და დაბრუნების სრული პროცესის კოორდინირება და მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან და ლოგისტიკურ ცენტრთან მუდმივი კომუნიკაცია მიწოდების შეფერხების პრევენციისა და მათი აღმოფხვრის მიზნით;
** მაღაზიებში პროდუქციის წყვეტის ან ჭარბი ნაშთის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მაღაზიებში პროდუქციის ნაშთის მუდმივი კონტროლი;
** მაღაზიის გახსნის დროს მისი მომარაგების პროცესის კოორდინირება;
** სხვადასხვა სახის ანგარიშგებების მომზადება;
** მარაგების მართვის გუნდისთვის მიცემული დავალებების შესრულების პროცესის კოორდინირება და მათი მხარდაჭერა;
** კრიტიკული საკითხების იდენტიფიცირება და მის საფუძველზე კონკრეტული დაძლევის სტრატეგიების შემუშავება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროცესების დაგეგმვისა და მონიტორინგის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Excel; MS Word);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2019 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |