www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ილიტეკი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპანია "ილიტეკ" ერთ-ერთი წარმატებული, ინოვაციური, დინამიურად განვითარებადი ქართული კომპანიაა ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში.

"ილიტეკ"-ი აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში კონსულტანტის პოზიციაზე.

ხელფასი: 350 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კლიენტების მოთხოვნების ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება;
** კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
** პროდუქციის შეთავაზება;
** მონაწილეობის მიღება გაყიდვების სტიმულირებაში, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა შესაბამის პროდუქციაზე;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 19-დან - 35-მდე
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** რუსული (სასურველია)
** გაყიდვებში ან მერჩანდაიზინგში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მაქსიმუმ 2 კვირა უფასო სტაჟირება

პიროვნული თვისებები:

** მიზანდასახული;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტური;
** პუნქტუალურობა.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე info@ilitek.ge და აუცილებლად საგნის ველში მივუთითოთ "კონსულტანტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |