www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების დაგეგმვის და მართვის ოპერატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების დაგეგმვის და მართვის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შიდა სტრუქტურებისგან სატრანსპორტო და ტექნიკური დავალებების მიღება/დახარისხება;
** დავალებების განაწილება შესაბამისი ჯგუფების მიხედვით;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და დროის მონაკვეთების შეთანხმება;
** ტექნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა მიმდინარე პრობლემების შესახებ;
** გადაზიდვის ჯგუფის ხელმძღვანელთან კომუნიკაცია მიმდინარე დავალებების და პრობლემების შესახებ;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
** დოკუმენტური მხარის მოწესრიგება დაარქივება;
** რეპორტების წარდგენა ხელმძღვანელ პირებთან;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგის მიზნით;
** გამოკითხვის შედეგების წარდგენა ხელმძღვანელ პირებთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** JDE პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** არასტანდარტულ სამუშაო გრაფიკში მუშაობის შესაძლებლობა აუცილებელია;

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** სამუშაოზე კონცენტრირება და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 30 ნოემბრამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |