www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არასტანდარტული სიტუაციების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას არასტანდარტული სიტუაციების მართვის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** მომსახურებაში სივრცეებში (მაღაზიები, ქოლ-ცენტრები, მიმღები პუნქტები) შექმნილი არასტანდარტული, პრობლემური სიტუაციების, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** მომხმარებლისთვის შექმნილი პრობლემური სიტუაციის შესწავლა, მოგვარების უზრუნველყოფა, კომუნიკაცია როგორც კომპანიის თანამშრომლებთან, ასევე მომხმარებლებთან;
** პრობლემური ან/და არასტანდარტული სიტუაციის აღმოფხვრის შემდეგ უკუკავშირი კომპანიის თანამშრომლებთან და მომხმარებელთან;
** პრობლემური ან/და არასტანდარტული სიტუაციის აღმოფხვრის შემდგომ დასკვნის დაწერა რეკომანდაციებით და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** არასტანდარტული სიტუაციების ანალიზის შედეგად ბაზის შექმნა და აქტივობების დაგეგმვა მსგავსი სიტუაციების პრევენციის მიზნით.
** ხშირად დაფიქსირებული უკმაყოფილებების ბაზაში აღრიცხვა და სისტემური ცვლილებების ინიცირება მმართველ რგოლთან; შეთანხმებული ცვლილებების განხორციელების მონიტორინგი და პროცესის შეფერხების შემთხვევაში მმართველი რგოლის ინფორმირება;
** კომპანიის ვებ-გვერდის, სოციალური ქსელებისა და ონლაინ სივრცის პერიოდული მონიტორინგი უკმაყოფილო მომხმარებლების გამოსავლენად და მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მათი მოგვარების ან პრევენციის მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატივების წარდგენის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 30 ნოემბრამდე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |