www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარმენი, მიმტანი
მომწოდებელი: GeoGraphy
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

გუდაურის ცენტრში ახლად გახსნილი სასტუმრო "GeoGraphy" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის და მიმტანის პოზიციებზე.

1. ბარმენი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სასმელების ინგრედიენტების და მომზადების წესის შესახებ სტუმრის ინფორმირება;
** ბარის ტერიტორიის მუშა მდგომარეობაში მოყვანა, ჭურჭლის და ნედლეულის მომზადება;
** კალკულაციის შესაბამისად მუშაობა;
** სეზონურად ახალი სასმელების შექმნა და მათი კალკულაციის უზრუნველყოფა;
** აღწერის ჩატარება (მენეჯერთან ერთად).

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემო;
** კვებით უზრუნველყოფა;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** მცოცავი სამუშაო გრაფიკი;
** ხელფასი შეთანხმებით.

2. მიმტანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ​დეტალებისადმი ყურადღება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრებისთვის დღის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
** დილის ბუფეტის მომსახურება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემო;
** კვებით უზრუნველყოფა;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** მცოცავი სამუშაო გრაფიკი;
** ხელფასი შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hotelgeography@gmail.com ტელ: +995 593 166 226

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |