www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ფორმულა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

ტელეკომპანია "ფორმულა" აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების, პროცედურების შემუშავება და მართვა
** თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის დაგეგმვა და განხორციელება..
** დეპარტამენტების მონიტორინგი და თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი.
** ტრენინგების დაგეგმა/განხორციელებაში დახმარება და მონაწილეობა.
** ყოველთვიური გრაფიკების, ხელფასებისა და ბონუსების მონიტორინგი, საშტატო ნუსხის კონტროლი.
** სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** კრეატიული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-20:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@formula.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |