www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების სტაჟიორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურებ. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და მათი იდენტიფიკაცია შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად.
** პარტნიორებისგან ინფორმაციის და დოკუმენტების მიღება/დამუშავება;
** საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება, სრულყოფა და ხარისხის კონტროლი;
** პარტნიორების კატალოგის სრულყოფა, შევსება და მუდმივი განახლება, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
** AML განყოფილებასთან ურთიერთობა;
** შიდა და გარე რეპორტების მომზადება;
** პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** ​განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |