www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქივარიუსი/ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას არქივარიუსის/ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-18:30)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის მართვა
** კომპანიის შიდა დოკუმენტაციის მართვა და ფაილინგი
** ბაზების წარმოება, მართვა და კონტროლი
** სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** მსგავს პოზიციაზე, ასევე არქივში და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Microsoft office ფლობა კარგ დონეზე (Excel, Word)

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |