www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალსელი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "გლობალსელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სერვის-ცენტრში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (Ms office, outlook, internet explorer) სრულყოფილად ფლობა
** კომუნიკაბელურობა, კლიენტებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების და წერის უნარი
** სალარო აპარატთან და POS-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ანაზღაურება: 400 ლარი ხელზე (ფიქსირებული ხელფასი) და ბონუსები
სამუშაო საათები: ცვლიანობის განრიგით (დილის 09:00-დან საღამოს 21:00 საათამდე ან/და საღამოს 21:00-დან დილის 09:00-მდე).

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@globalmail.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |