www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნოვა კრედიტი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ნოვა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასამართლო დავებში კომპანიის წარმოდგენა.
** სააღსრულებო წარმოების პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია B2 -დონეზე
** საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ასაკი: 25 წლიდან - 34 წლამდე.

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00სთ-დან-18:00სთ-მდე, შაბათი: 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიცია და გადმოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@novacredit.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |