www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - ავერსის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას AML-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტის იდენტიფიკაციის პროცესის და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მონიტორინგს დაქვემდებარებული ტრანზაქციების/გარიგებების შესახებ ანგარიშგების შედგენა და გაგზავნა;
** საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის ანგარიშის შედგენა და გაგზავნა;
** გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულებაზე კონტროლი;
** შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის;
** გეგმიური რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა და მის გარე მოხმარებისთვის;
** კლიენტების მიერ განხორციელებული საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება, ანალიზი და მონიტორინგი;
** კანონმდებლობასთან შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურების გაწერა;
** კლიენტების ბაზის დიფერენციაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (რისკების შეფასება, ტრანზაქციების რაოდენობა და ბრუნვა, კლიენტების გეოგრაფიული მდებარეობა);
** სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესრულება, რომელიც უკავშირდება ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებებს.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში;
** ინგლისური და რუსული ენის კარგ დონეზე ფლობა;
** Microsoft Office (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |