www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: იბერკომპანი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

შპს "იბერკომპანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე

ფუნქციები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** მომსახურების თანხები გაანგარიშება, შესაბამისი ფაქტურების ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** საბანკო ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office Word, Microsoft Office Excel ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: sopho@ibercompany.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |