www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: IDS Borjomi
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 ნოემბერი

"აი დი ეს ბორჯომი საქართველო" აცხადებს შრომის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი (ხშირი მივლინებები ბორჯომში);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00;
საგამოცდო ვადა: 3 თვე, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 6 თვემდე;
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული პრემიები;

აუცილებელი მოთხოვნები:

** დასრულებული უმაღლესი განათლება სასურველია საინჟინრო, სამშენებლო ან ზოგადი მენეჯმენტის სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
** MS office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel და Power Point;
** მივლინებებისთვის მზაობა;

ძირითადი მოვალეობები:

** HSE პოლიტიკის შემუშავება, პროცედურების, დამხმარე დოკუმენტების მომზადება;
** არსებული სიტუაციის შეფასება, რისკების დადგენა, სამოქმედო გეგმის გაწერა, შესრულების მხარდაჭერა და კონტროლი;
** საწარმოო, მომპოვებელ და ადმინსტრაციულ კომპანიებში HSE გუნდის ფორმირება;
** კომპანიების თანამშრომლებისთვის აუცილებელი სწავლების დაგეგმვა - შედეგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ჩატარება;
** უბნების პერიოდული შემოწმება, შეუსაბამობების შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
** აუდიტისთვის, აკრედიტაციებისთვის და ლიცენზირებისთვის საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფა;
** ინსპექციებთან კომპანიის წარმოდგენა;
** თანამედროვე პრაქტიკების და საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, სიახლეების დანერგვა.

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@borjomi.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Head of HSE.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |