www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ლიფტსერვისი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

შპს "ლიფტსერვისი" არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. შპს "ლიფტსერვისი" -ის საქმიანობა დაკავშირებულია ლიფტების მონტაჟსა და მომსახურეობასთან, გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობითა და კონკურენტუნარიანობით.

აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
** ​ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** ბუღალტრული გატარების (პროდუქციის წარმოების, რეალიზაციის, ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება (დღგ, საშემოსავლო გადასახადის , ინფორმაცია განაცემების შესახებ და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია);
** უშუალო ხელმძღვანელთან, მიმდინარე პროცესების შესახებ, სისტემატიური რეპორტინგი;
** საგადასახადო დაბეგვრის რისკების განსაზღვრა;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: batumiliftservice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |