www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: შიდსის ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი" (მის.: ქ.თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. #16) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: უნივერსალური ხელოსანი /დურგალი

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
განაკვეთი: სრული

ზოგადი მოთხოვნები:

** მოწესრიგებული იერსახე
** გამართული მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა
** პატიოსნება
** თავაზიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაო პროცედურების მკაცრი დაცვა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მაღალი პროფესიონალიზმი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მუდმივად ჩართული ტელეფონი რათა მოხერხდეს დროული დაკავშირება

უნივერსალი ხელოსნის /დურგლის მოვალეობები:

** წვრილმანი საყოფაცხოვრებო სამუშაოები: შუშის ჩასმა /ავეჯის აწყობა /აბაზანის აქსესურების მონტაჟი /სარკის მონტაჟი /ტელევიზორის მონტაჟი /პლინტუსის მონტაჟი /ფარდის კარნიზის მონტაჟი /გამწოვის მონტაჟი /კარზე შვეიცარის მონტაჟი /კარზე ზარის მონტაჟი /კარის მზღუდავის მონტაჟი
** კარების /ფანჯრის ჩარჩოს ჩასმა, დარეგულირება
** საკეტები: რკინა /ხე /მეტალოპლსატმასი /მდფ საკეტის შეცვლა /რეგულირება
** მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება
** შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება
** სანტექნიკა: უნიტაზი /ნიჟარა /ონკანი /ვენტილი /დრეკადი მილები დემონტაჟი მონტაჟი /შეკეთება /პლასტმასის მილების შედუღება უთოთი
** ელექტროობა: ნათურა /დროსელი /ამომრთელი /ჭაღი /სანათი დემონტაჟი /მონტაჟი /შეკეთება
** ელ სადენის მოჭიმვა
** ელ.ბაკის დემონტაჟი /მონტაჟი /შეკეთება

ანაზღაურება: ხელზე ასაღები თანხა 500 ლარი, შემდგომი გაზრდის პერსპექტივით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ავტობიოგრაფია - СV, ფოტოსურათი, ინფორმაცია) ელექტრონულ მისამართზე aids@aidscenter.ge და/ან მოგვაწოდეთ ნაბეჭდი ფორმით სამუშაო საათებში 09:30-დან 16:30-მდე, მის.: ქ.თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, #16 (მე-7 კორპუსი, მე-2 სართული; კადრების განყოფილება /კანცელარია; საკ. პირი: ქ-ნ დოდო ქარელი, საკ. ტელ.: 579 73 61 16 (მობ.); 2 39 56 47 (სამს.))

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |