www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლიმონათის საამქროს სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლიმონათის საამქროს სუპერვაიზერის პოზიციაზე წილკანში.

სამუშაო განაკვეთ: სრული

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "კაიაკი", "ყაზბეგი" "შავი ლომი", "კრუშოვიცე", "ამსტელი"; ლიმონათი "ყაზბეგი", ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლიმონათის წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** სისტემაში შეყვანილი პარამეტრების სისწორის კონტროლი;
** პროდუქციის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების საწყობიდან დროული გადმოწერის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** სასიროფეში არსებული ნაშთების კონტროლი;
** შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა და კონტროლი;
** სასიროფეში არსებული დანადგარების შეკეთების საჭიროებისას, მექანიკოსებისა და ელექტრიკოსების გუნდის ინფორმირება;
** სამუშაო ცვლის ეფექტური მუშაობის ორგანიზება, ცვლის გადაბარების პროცესების გამართულობის უზრუნველყოფა;
** დღის მანძილზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ცვლაში მყოფი ოპერატორების დროული ინფორმირება;
** არსებული და მოსალოდნელი საკითხების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი საკითხების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ლიმონათის წარმოების პროცესის ცოდნა;
** დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზების და გუნდის მხარდაჭერის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |