www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ქსელის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

ლუდსახარში "ნატახტარი" EFES საქართველო წარმოადგენს Anadolu Efes-ის შვილობილ კომპანიას. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. EFES საქართველო ლუდსახარში "ნატახტარი" უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

პოზიცია: გაყიდვების ქსელის მხარდაჭერის სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მონაცემების სისტემატიური დამუშავება და არქივების განახლება;
** გაყიდვების ქსელის მოხსენებების მომზადება და წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან;
** გაყიდვების ქსელის თანამშრომლებისათვის კომპანიისა და დილერების გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმებისა და დანერგვის ანალიზი როგორც დილერებისთვის, ასევე კოლეგებისათვის;
** სერვისის ხარისხისა და ეფექტურობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების ქსელის თანამშრომლებისათვის ყოველდღიური საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება;
** სუპერვაიზერებისაგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ყოველკვირეული პრეზენტაციების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
** სასაჩუქრე პროდუქტების ნაკადის მეთვალყურეობა;
** პრომო აქტივობების შესახებ ყოველდღიური მოხსენებების გაკეთება;
** არსებული ობიექტების სანდოობის შემოწმება, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სისტემაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 2 წელი);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |