www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების და პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

კომპანია "მიფასი" 20 წელია მოღვაწეობს მუსიკალური ინსტრუმენტების, პროფესიონალური გახმოვანების და განათების სფეროში და არის ლიდერი თავის სეგმენტში. კომპანიას აქვს როგორც საცალო ასევე კორპორატიული გაყიდვები. "მიფასის" აქვს განხორციელებული უამრავი მსხვილი პროექტი, როგორებიცაა: დინამოს სტადიონის გახმოვანება, თავისუფალი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, სასტუმრო Paragraph-ის სასცენო განათება-გახმოვანების, ფონური გახმოვანებისა და გამოცხადების სისტემები, ჯეოსელის ოფისების გახმოვანება, Hard Rock Cafe-ის სასცენო და ფონური გახმოვანება, სახელმწიფო კანცელარიის საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, ბათუმის თეატრის სასცენო გახმოვანება და სხვა მრავალი.

კომპანია "მიფასი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების და პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, ბაზების შედგენა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** პროექტის ხელმძღვანელობა მის სრულად ჩაბარებამდე;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების და პროექტების მართვის სფეროში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მოჭრილ ხელფასს პლუს ბონუსს შესრულებული პროექტებიდან (ბონუსის მოცულობა დამოკიდებულია პროექტის სიდიდეზე, რომელიც შესაძლებელია ხელფასს მრავალჯერ აღემატებოდეს თითო პროექტიდანაც. ბონუსის მოცულობა არ არის შეზღუდული)
** დაქვემდებარებული სპეციალისტების ჯგუფს
** პროექტის განსახორცეილებლად საჭირო მხარდაჭერას კომპანიის ყველა განყოფილებიდან ( ლოჯისტიკის და ფინანსების განყოფილებები; იურისტი; ინსტალატორთა ჯგუფი; კურიერი)
** მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს
** ყველა საჭირო სამუშაო პირობას ეფექტურად მუშაობისთვის
** კორპორატიულ ნომერს

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david.d@mifasi.ge-ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |