www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

ადმინისტრაციის განყოფილების, მის დაქვემდებარებაში არსებული კანცელარიისა და ადმინისტრაციის და იურიდიული ქვეგანყოფილებების მართვა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კანცელარიისა და ადმინისტრაციის, იურიდიული ქვეგანყოფილებების ფუნქციონირების ყოველდღიური მონიტორინგი და მართვა;
** გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში საქმიანი დოკუმენტბრუნვის მართვა და კონტროლი;
** ინფორმაციის მიმოცვლის ეფექტური სტანდარტის დანერგვა, განახლება საჭიროების შესაბამისად და შემდეგი კონტროლი;
** ოფისის ადმინისტრაციული საკითხების ინიცირება, დაგეგმვა, მათი დროული აღსრულება და კონტროლი;
** ოფისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საოფისე ინფრასტრუქტურის მართვა;
** საოფისე ძირითადი საშუალებების მართვა როგორც თბილისში ისევე რეგიონებში, პერიოდული ინვენტარიზაციების ორგანიზება და აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, იდეების გენერირება და თანამშრომლობა ყველა საჭირო რგოლთან;
** ადმინისტრაციის ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი, ასევე რეგიონალური მიმართულებების ადმინისტრაციის ბიუჯეტის კონტროლი;
** ადმინისტრაციული პროექტების მართვა;
** კომპანიის სხვადასხვა რგოლებთან ურთიერთობა, საერთო პროექტებში ჩართულობა და მონაწილეობა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS ოფისის ცოდნა;
** იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროექტების მართვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** დროის მართვის უნარი;
** კრეატიულობა;
** ინიციატივა.

ჩვენ ვეძებთ:

სიახლეების და კრეატივის მოყვარულ ადამიანს რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად შექმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |