www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00);
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების მართვა;
** პირველადი და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გამოწერა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** სახელფასო უწყისების მომზადება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** სხვადასხვა შიდა რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/ბაკალავრი (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამები (ORIS);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი (საბაზისო დონე);
** საერთაშორისო საბუღალტრო და ფინანსური სტანდარტები;

უნარები:

** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |