www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმრო იოტაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით
** უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი
** სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა
** უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება
** აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება
** სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე
** უპირატესობად ჩაითვლება B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
გრაფიკი ]: 12 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |