www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Rhino Management Group
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპანია "Rhino Management Group" მართავს ქ.თბილსიში ყველაზე დიდ გერმანული ლუდის სახლს "მიუნჰენ"-ს.

ჩვენი კომპანიის მიზანია გააცნოს ქართველ მომხმარებელს ლუდის სმის გერმანული ტრადიციები, გაასინჯოს გერმანული კერძები და ლუდის ექსკლუზიური სახეობები. "Rhino MG" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანია "Rhino Management Group"-ი აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: 6/1 გრაფიკის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 30 წლიდან
** სტაჟი: შეფ-მზარეულის პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი.
** გერმანული ან/და ჩეხური ან/და უნგრული სამზარეულოს ცოდნა (ლუდზე მისაყოლებელი სნეკები, ცხელი კერძები, წვნიანი, სოუსები)
** ქართული სამზარეულოს ცოდნა
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** აღრიცხვის და კონტროლის ცოდნა;
** ტექნოლოგიური და საკალკულაციო ბარათების შექმნა;
** ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტების დაცვა;
** სისუფთავის და ჰიგიენის დაცვის წესების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი;
** სტუმრებზე / ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით;
** კონკურენტების ფასების და მენიუს მუდმივი მონიტორინგი;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენება და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@rhino-mg.ge

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
CV-ის გაგზავნის დროს გთხოვთ მიუთითოთ საფუძველში - ვაკანსია: შეფ-მზარეული

მეილები რომელშიც არ იქნება აღნიშნული ვაკანსია წაიშლება ავტომატურად განხილვის გარეშე

მისამართი: მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი ბაქრაძის 40 (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიდუბე დიღმის დამაკავშირებელ ხიდთან) ტელ: +995 (579) 520005

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |