www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

** განათლების ადმინისტრირება - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი
** განათლება - ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი და დისციპლინის შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** სამართლიანი;
** დისციპლინირებული;
** კრეატიული;
** მოტივირებული;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** მოსმენის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ლიდერული უნარები;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს გამოცდილება შემდეგი მიმართულებით
** პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა განათლების სფეროში;
** ტრენინგები განათლების პოლიტიკის სფეროში;
** პროექტები და პროგრამები განათლების პოლიტიკის სფეროში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV-რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ;
** კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები იმავე ან მომიჯნავე დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
** საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
** სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 წლის მანძილზე არსებული მდგომარეობა);
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სერტიფიკატების ასლები (სურვილისამებრ).

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
** II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 31 ოქტომბერი 2019 წ.
საბუთების მიღება: 2019 წლის 30 ნოემბრიდან - 2019 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის დეკემბერი.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 25 დეკემბერი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge

T: 032 2377777.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |