www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"ჩემი ოფისი" ეძებს მეგობრული გუნდისათვის ახალ წევრს კურიერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე, აგრეთვე მსოფლიოში წამყვან საოფისე ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებთან HP, CANON, XEROX. დამატებითი ინფორმაციისა ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/

სასურველია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიღომში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე ტექნიკისა და სახარჯი მასალების მიწოდება მომხმარებლებთან ოფისში;
** კომპანიის ავტომობილთან პასუხისმგებლიანი მოპყრობა და მოვლა;
** მომხმარებლებსა და კოლექტივთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ ორი წლისა (მართვის მოწმობის B კატეგორია);
** თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა (GPS სისტემის ფლობა);
** უპირატესობად ჩაითვლება კომპიუტერული ტექნიკისადმი ინტერესი;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** პრეზენტაბელური.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით: ულიმიტო სასაუბრო დროით და პლანშეტით სამუშაო დღის თანამედროვე დაგეგმარებისათვის;

შეკვეთების მისაწოდებლად გამოიყენება კომპანიის ავტომობილი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კურიერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |