www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული სასწავლო ვიზიტი ამერიკაში
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" იწვევს იურისტებს და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო ვიზიტზე აშშ-ში.

პროგრამის მიზანია, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ სამართლებრივი და საფინანსო-საგადასახადო მიმართულებების ამერიკული გამოცდილების გაცნობა და გაზიარება.

პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ტრენინგები უმაღლესი რანგის პროფესიონალებისგან, მოსამართლეებისგან და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისთან და გაიღრმაონ ცოდნა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით.

პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ ორგანიზაციებში:

** ამერიკის უზენაესი სასამართლო (ვაშინგტონი)
** საერთაშორისო საიმიგრაციო სამსახური ( ვაშინგტონი)
** თეთრი სახლი (ვაშინგტონი)
** პენსილვანიის ადვოკატთა ასოციაცია (ფილადელფია)
** ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
** სახელმწიფო იუსტიციის ცენტრი (ნიუ-იორკი)
** კოლუმბიის უნივერსიტეტი (ნიუ-იორკი)

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იურისტებს, ფინანსისტებს, TOP მენეჯერებს იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2019 წლის 20-30 ნოემბერი
ხანგრძლივობა - 10 დღე
პროგრამაში განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს - 4 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

საფასური ფარავს შემდეგ ხარჯებს:

** საცხოვრებელში განთავსება
** თარჯიმნის თანხლება
** პროექტის ხელმძღვანელის თანხლება
** საერთაშორისო სერტიფიკატი

საფასურში არ შედის სავიზო მოსაკრებლის ხარჯი და ფრენის საფასური.
პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ოფიციალური მოწვევით აშშ-დან.

პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://bit.ly/2K0xEWF

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით:
https://www.facebook.com/ევროპის-აკადემიური-ცენტრი-გაცვლითი-პროგრამები-1406883682891143/
ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 (32) 2 238 234; 577 99 85 81 ; 574 334 777

ცენტრის სათაო ოფისი, თბილისი, მის: კოსტავას N67 (სართული 2)
რეგიონალური ოფისები ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი.
ცხელი ხაზი: 599 33 47 00
პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპის აკადემიური ცენტრი-გაცვლითი პროგრამები"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |