www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ხარისხის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ხარისხის განვითარების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** მომსახურებაში სივრცეებში (მაღაზიები, ქოლ-ცენტრები, მიმღები პუნქტები) არსებული სტანდარტებისა და პროცესების შესწავლა და დაკვირვების შედეგად გაუმჯობესების საჭიროების დროული გამოვლენა;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა და ადგილობრივად დანერგვის შესაძლებლობის გამოვლენა;
** მომსახურების ხარისხის განვითარების პროექტის ფარგლებში დამუშავებული სტანდარტებისა და პროცესების ტრენერთა გუნდთან გავლა და დანერგვის პროცესის ორგანიზება;
** კომპანიის მომსახურების ობიექტებში, შინაგანაწესით მოცემული ინსტრუქციების დაცვის კონტროლი, უკუკავშირის წარმოება;
** კომპანიის მომსახურების ობიექტებში მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
** მისტიური მომხმარებლის კვლევის საჭიროების შემთხვევაში ტენდერის გამოცხადება;
** მისტიური მომხმარებლის კვლევის საბოლოო შედეგების გაცნობა წინა ხაზის თანამშრომელთათვის, ობიექტებში ვიზიტის და უკუკავშირის სახით;
** მომსახურების სივრცეებისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივის დაყენება, პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მაღაზიების მენეჯერებთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და დირექტორებთან შეხვედრები დაქვემდებარებული თანამშრომლების მომსახურებისა და კომპეტენციის დონის ამაღლების მიზნით ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატივების წარდგენის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 30 ნოემბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |