www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ბუღალტერია; ფინანსები და საბანკო საქმე; ბიზნესის ადმინისტრირება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** შემოსული კორესპონდენციების შემოწმება და რეაგირება;
** საგადასახადო აპარატებისა და პროგრამული რეალიზაციის ოპერაციების შემოწმება, შედარება, გასწორება: ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება.
** სავაჭრო ობიექტების ფულადი მოძრაობების კონტროლი.
** მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |